ქუთაისის სპორტის სასახლის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევად დამატებითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16 ნოემბერი 2025
ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის საკონკურსო პროცედურის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე 9 არქიტექტურული ბიუროს წარმომადგენლებთან დამატებითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ინფრსტრუქტურის მინისტრის მოადგულეები, საქართველოს პარლამენტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადნლები იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, კომისიის წევრები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ხელოვნებათმცოდნეები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების დეტალური განხილვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება, რაც საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებისთვის არის მნიშვნელოვანი.
არქიტექტურული კონცეფციების პრეზენტაციები წარადგინეს და დამატებით კითხვებს უპასუხეს “ნიუ სითი დეველოპმენტის“, „თბილქალაქპროექტის, „დემარკის“, ნიუ არქ სტუდიოს“, „თუმაშის“, „არტსტურიო-პროექტის“, „ნს სტუდიოს“ და „თიმმ აქიტექსტის“ წარმომდგენლებმა.
კომისიის წევრების კითხვები ეხებოდა საპროექტო ობიექტის საერთო ფართობის და მოცულობითი პარამეტრებს, არქიტექტურული და ფუნქციური გადაწყვეტებს; გამოყენებულ მასალებსა და დაგეგმილ საინჟინრო სისტემებს; სამუშაოების სავარაუდო ღირებულებასა და სამშენებლო ტექნოლოგიებს.
მიღებული დამატებითი ინფორმაციის განხილვისა და ანალიზის შემდგომ, საკონკურსო კომისია გააგრძელებს შეფასების პროცედურებს განსაზღვრული წესების შესაბამისად.